понедельник, 17 июля 2017 г.

მე-8 დღე.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის სწავლა, თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეებს ორიენტირებული სწავლის პროცესში, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროექტის გასაუმჯობესებლად.
  ასევე მნიშვნელოვანი იყო პორტფოლიოს შექმნა, რომელშიც სხვადასხვა ნამუშევრებს მოვუყარეთ თავი, ბლოგზე დიზაინის შეცვლა და ა.შ.

пятница, 14 июля 2017 г.

დღე - 7.
მეექვსე მოდულის გაცნობის შემდეგ ჩემთვის გასაგები გახდა როგორ დავეხმარო მოსწავლეებს ბლუმი -გარდნერის მატრიცის შესაბამისად დაგეგმილი დავალების შესრულებაში. კარგად გავიაზრე ბლუმი -გარდნერის მატრიცის გამოყენება სხვადასხვა სიტუაციებში.

დღე–6

განვიხილეთ დავალებები  და კმაყოფილი დავრჩი,რომ სწორად შემისრულებია,,,
იყო დავალებების შეფასება,უკუკავშირი დავალებებზე.
გავეცანით რუბრიკების ბიბლიოთეკას და მოვახდინეთ ადაპტირება ჩემი პრეზენტაციის შესაბამისად.
ძალიან ნაყოფიერი დღე მქონდა.მადლობა გვანცას, რომელიც ძალიან კომფორტულ გარემოს გვიქმნის.

დღე-5
გავიაზრე,როგორ მოვახერხო 21- საუკუნის უნარების ინტეგრირება.
გავეცანი სასარგებლო ვებსაიტების მოძიების და შეფასების მეთოდებს, ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე.
დავალების შესაბამისად თემა მოსწავლის პოზიციიდან გავიაზრე,ცოტათი შევშინდი...
რთულია...
ველოდები მომდევნო მეცადინეობას, რომ ჩავწვდე მტელს სიღრმეს