понедельник, 17 июля 2017 г.

მე-8 დღე.
ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო იმის სწავლა, თუ როგორ გავუწიო ფასილიტაცია მოსწავლეებს ორიენტირებული სწავლის პროცესში, როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პროექტის გასაუმჯობესებლად.
  ასევე მნიშვნელოვანი იყო პორტფოლიოს შექმნა, რომელშიც სხვადასხვა ნამუშევრებს მოვუყარეთ თავი, ბლოგზე დიზაინის შეცვლა და ა.შ.

пятница, 14 июля 2017 г.

დღე - 7.
მეექვსე მოდულის გაცნობის შემდეგ ჩემთვის გასაგები გახდა როგორ დავეხმარო მოსწავლეებს ბლუმი -გარდნერის მატრიცის შესაბამისად დაგეგმილი დავალების შესრულებაში. კარგად გავიაზრე ბლუმი -გარდნერის მატრიცის გამოყენება სხვადასხვა სიტუაციებში.

დღე–6

განვიხილეთ დავალებები  და კმაყოფილი დავრჩი,რომ სწორად შემისრულებია,,,
იყო დავალებების შეფასება,უკუკავშირი დავალებებზე.
გავეცანით რუბრიკების ბიბლიოთეკას და მოვახდინეთ ადაპტირება ჩემი პრეზენტაციის შესაბამისად.
ძალიან ნაყოფიერი დღე მქონდა.მადლობა გვანცას, რომელიც ძალიან კომფორტულ გარემოს გვიქმნის.

დღე-5
გავიაზრე,როგორ მოვახერხო 21- საუკუნის უნარების ინტეგრირება.
გავეცანი სასარგებლო ვებსაიტების მოძიების და შეფასების მეთოდებს, ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვაზე.
დავალების შესაბამისად თემა მოსწავლის პოზიციიდან გავიაზრე,ცოტათი შევშინდი...
რთულია...
ველოდები მომდევნო მეცადინეობას, რომ ჩავწვდე მტელს სიღრმეს

четверг, 29 июня 2017 г.

დღე - 3

 დღევანდელმა სამუშაო დღემ ჩემზე გარკვეული დადებითი ზეგავლენა მოახდინა.
  მე გავიაზრე და გავითავისე პროექტზე მუშაობის სირთულე და ამავე დროს მისდამი ინტერესი.
მე მნიშვნელოვანი ცოდნა მივიღე პროექტის შინაარსის ჩამოყალიბებასა და ფორმულირებაში,  კარგად გავიაზრე პროექტისათვის საჭირო ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შედგენის ხერხები, რაც ვფიქრობ კარგ სამსახურს გამიწევს პროექტით სწავლების დანერგვაში.

понедельник, 26 июня 2017 г.

დღე-2

მოვისმინე კოლეგების იდეები, რამაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იდეების გახილვამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა და ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება და დამატებები გავაკეთე ჩემი იდეის დაგეგმარებაში.
     გავიგეთ ბუკლეტებისა და გაზეთების შექმნა და მათი პუბლიკაცია.